ნავალნი – “ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ!”

ნავალნი - "ვიბრძოლოთ ომის წინააღმდეგ!"თუ ომის შესაჩერებლად ციხეები პატიმრების გადასაყვანი საავტომობილო ეკიპაჟები ჩვენი თავებით უნდა ავავსოთ, ჩვენ მათ ავავსებთ, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი კრემლის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი „ტვიტერზე“ წერს.

“ყველაფერს აქვს ფასი და ახლა, 2022 წლის გაზაფხულზე, ეს ფასი უნდა გადავიხადოთ. არავინ არ გააკეთებს ამას ჩვენთვის. მოდით, ვიყოთ არა მხოლოდ ომის წინააღმდეგი, არამედ ვიბრძოლოთ კიდეც ომის წინააღმდეგ,“- აცხადებს ნავალნი.

ნავალნიმ მოქალაქეებს რუსეთსა და ბელარუსში საპროტესტო აქციების გამართვისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობისკენ მოუწოდა.

„მეტს ვეღარ მოვიცდით, სადაც არ უნდა იყოთ, რუსეთში, ბელარუსში თუ პლანეტის მეორე მხარეს, წადით თქვენი ქალაქის მთავარ მოედანზე ყოველ სამუშაო დღეს და ყოველ დღე, 14:00 საათზე შაბათ-კვირასა და დასვენების დღეებში”, – ნათქვამია ალექსეი ნავალნის განცხადებაში.

იპნ