ზამთარი ყველას წარმოდგენაში თოვლთან, სიცივესთან ასოცირდება, მაშინ როდესაც გაზაფხული გამოღვიძების, ყვავილების გაფურჩქნის, ფერების აფეთქების დროა. წელს ასე არ არის. მართალია, მარტის თვე ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი უცნაური ხასიათით, თუმცა თოვლი უკვე ნამდვილად მეტისმეტია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზამთარში არ მოსულა. მარტში თოვლის მოსვლა ნამდვილად არ შედიოდა არავის გეგმებში, რადგან ყველანი სითბოს მოლოდინში ვიყავით და იმედი გვქონდა სულ მალე ნათელი, მზიანი დღეები ყოველდღიურობა გახდებოდა. ასეა თუ ისე, რეალობა სრულიად განსხვავებულია, შესაბამისად საკმაოდ გასაგები იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს სწორედ ის ამინდებია, როდესაც სახლში უნდა დარჩე, ნოუთბუქი გახსნა და საყვარელ სერიალს უყურო ჭიქა ჩაისთან ერთად, ან გარეთ გახვიდე, შენი ფოტოაპარატი მოიმარჯვო და გაზაფხულისთვის ეს უჩვეულო, თბილისის ქუჩებისთვის კი მონატრებული თეთრი გარემო კადრზე აღბეჭდო, გააჩნია რა უფრო გიზიდავს. გულწრფელად რომ ვთქვათ, ასეთ ამინდში სულ ცოტა ალკოჰოლი და მეგობრებთან ერთად საუბარიც არ იქნებოდა ურიგო, ფონად შესაბამისი მუსიკის ფონზე. აქედან გამომდინარე, სტატიაში მოგიყვებით იმ ნაცნობ ნივთებზე, რომლებიც მარტის თოვლიანობას ერთი-ორად სასიამოვნოს გახდის.
ბლუთუზ ყურსასმენები
მუსიკის მოყვარული ადამიანებისთვის ყურსასმენები ნამდვილადაა ყოველდღიურობის ნაწილი, თუმცა ბლუთუზ ყურსასმენი ყოველთვის უკეთესია. ასეთ ამინდს მუსიკა ნამდვილად უხდება. შეგიძლიათ სახლში თბილად დარჩეთ, ან გარეთ გაისეირნოთ თბილად ჩაცმულმა და ისე მოუსმინოთ საყვარელ ჰანგებს, როგორც გენებოთ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში განწყობას უეჭველად გამოგიკეთებთ და დაგავიწყებთ იმ ფაქტს, რომ წესით ახლა მარტის უჟმური ქარიანი დღე უნდა იყოს.
ნოუთბუქი
კარგი სერიალის ყურების დაწყება არასდროსაა გვიანი, ლეპტოპი კი არასდროსაა ზედმეტი. ასეთ ამინდში თუ საერთოდ არ გაგესვლებათ გარეთ და ერთადერთი რაც გსურთ ისაა, რომ თბილად ჩაჯდეთ, გვერდით ცხელი სასმელი მოიდგათ და კარგად ნაცნობი სიტკომის ყურების მეათასე რაუნდზე წახვიდეთ, დაგვიჯერეთ, ნამდვილად გაგიგებთ. ასეთ დროს ნოუთბუქები ნამდვილად ჩვენი საუკეთესო მეგობრები არიან.
დრონი
თუკი თოვლის მოსვლას დიდი ხანი ელოდეთ, იმედგაცრუება ზამთარი იყო და მარტის ეს ამინდი სასიამოვნო მოულოდნელობა ან სულაც მარტივად რომ ვთქვათ, თოვლი ძალიან გიყვართ და ერთი სული გაქვთ როდის გახვალთ გარეთ, მაშინ დრონი მართლა ძალიან გასიამოვნებთ. მართალია, შეიძლება უფრო სპეციფიკური საქმიანობისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ვინ თქვა, რომ ნებისმიერ ადამიანს ვერ ასიამოვნებს? თანაც თეთრად გადაპენტილი მიდამოს ახალ პერსპექტივაში დანახვა დამატებით ახალი გამოცდილებაა.
ფირის კამერა
თუ თოვლი ძალიან გიყვართ, გსიამოვნებთ გარეთ გასვლაც, ფოტოების გადაღება თქვენი ჰობია და დრონი მაინცდამაინც არ გიზიდავთ, ფირის ფოტოაპარატი ნამდვილად დაგაინტერესებთ. ფირიან კამერას სწორად გამოყენება სჭირდება, თუმცა იუთუბის ერთი-ორი თუთორიალით მარტივად ისწავლით როგორ უნდა გადაიღოთ კარგი ფოტო, ხოლო თუ კიდევ ერთი-ორ ვიდეოს ჩაუჯდებით, მალევე შეიმეცნებთ თოვლში გადაღების ხელოვნებასაც. ფირის კამერით გადაღების პროცესი ნამდვილად ერთი სიამოვნებაა, თოვლში გასეირნება კი მეორე, რატომ არ გააერთიანებთ?