ოკუპანტებმა 2.389 ბავშვი უკრაინიდან რუსეთში იძულებით გადაიყვანეს

ოკუპანტებმა 2.389 ბავშვი უკრაინიდან რუსეთში იძულებით გადაიყვანესუკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინიდან, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ოლქების რაიონებიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 2 389 ბავშვის იძულებითი დეპორტაცია მოახდინეს.

„მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, იძულებითი გადაადგილება აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიცავს გატაცების ნიშნებს. ასეთი ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა”. – წერს სამინისტრო.
უკრაინის საგარეო უწყების თქმით, რუსეთის ფედერაცია ამ ქმედებებით საფრთხეში აგდებს ბავშვებს.

„სახლების დანგრევითა და მშობლების დახოცვით, რუსეთის ფედერაცია უკრაინელ ბავშვებს მშობლის მზრუნველობას ართმევს და მათ სიცოცხლეს რუსეთში კიდევ უფრო საფრთხის ქვეშ აყენებს”. – აღნიშნავს საგარეო უწყება.