ოკუპანტებმა ბერისლავის მერი და აქტივისტი გაიტაცეს

ოკუპანტებმა ბერისლავის მერი და აქტივისტი გაიტაცეს19 მარტს ოკუპანტებმა ბერისლავის მერი ალექსანდრე შაპოვალოვი და ადგილობრივი აქტივისტი გაიტაცეს. ინფორმაციას ხერსონის ადმინისტრაციის თავმჯდომარე გენადი ლაგუტა და ბერისლავის საკრებულო ავრცელებენ.

ლაგუტას თქმით, გუშინ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მერს ნება დართეს ოჯახისწევრებისთვის დაერეკა და დაემშვიდებინა. როგორც ადმინისტრაციის თავმჯდომარე წერს, ტყვეების ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია და სავარაუდოდ ისინი ნოვა კახოვკაში ჰყავთ.

საკრებულოს ცნობით, შაპოვალოვის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა უცნობია. მას გულის პრობლემები აქვს და ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გადაიტანა.