რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლში მშვიდობიან მოქალაქეს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. უკრაინის სტრატკომის ინფორმაციით, დანაშაულის ამსახველი კადრები გერმანელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს.
ZDF Frontal-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც დრონით არის გადაღებული, ჩანს, რომ შეუიარაღებელი ადამიანი ავტომობილიდან გადმოვიდა და ხელები მაღლა ასწია, თუმცა ამის მიუხედავად, მას ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.