ოკუპანტებმა რადას დეპუტატი, ოლექსანდრ პონომარიოვი გაიტაცეს

ოკუპანტებმა რადას დეპუტატი, ოლექსანდრ პონომარიოვი გაიტაცესუკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონის ქალაქ ბერდიანსკის მერიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატი და ფილანთროპი ოლექსანდრ პონომარიოვი გაიტაცეს.

მათი ცნობით, სახალხო დეპუტატი 20 მარტს შუადღით ჰუმანიტარულ დერეფნებში მუშაობდა და დევნილთა განსახლების ადგილებში ადგილობრივებს ეხმარებოდა, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა.

ბერდიანსკის მერია აცხადებს, რომ პონომარიოვი ახლა რუს სამხედროების ტყვეობაშია და მისი ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

მერიის ცნობით, პონომარიოვი ბერდიანსკში ყველაზე დიდი საწარმოების დამაარსებელია. მისი გატაცების შემდეგ კი ქალაქის საწარმოებმა მუშაობა შეწყვიტეს და 3000-ზე მეტი ადამიანი და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.