ოკუპანტებმა უკრაინაში 6 ექიმი მოკლეს 

ოკუპანტებმა უკრაინაში 6 ექიმი მოკლეს უკრაინაში რუსებმა სასწრაფოს 58 მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და 6 ექიმი მოკლეს,- ინფორმაციას ამის შესახებ,  unian.net ავრცელებს.

„ომმა ყველაფერი შეცვალა: გეგმები, პრიორიტეტები, მოსაზრებები. არასდროს მიფიქრია, რომ მედმუშაკებისთვის ტყვიაგაუმტარი ჟილეტების შოვნა მოგვეთხოვა, მაგრამ რუსი ტერორისტების გამო, რომლებმაც უკვე 58 სასწრაფო სამედიცინო მანქანა დაცხრილეს და 6 ექიმი მოკლეს, იძულებულნი ვართ, გავაკეთოთ ეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ.