ოკუპანტმა ბავშვის თვალწინ მოკლა ბავშვის მამა, დედა კი გააუპატიურა

ოკუპანტმა ბავშვის თვალწინ მოკლა ბავშვის მამა, დედა კი გააუპატიურარუსეთის სისასტიკეს საზღვარი არ აქვს – უკრაინული მედია რუსი სამხედრო მეთაურის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც კიევის ოლქში იმყოფება და ძალადობრივ დანაშაულებებშია მხილებული.

კერძოდ, ჟურნალისტის ინფორმაციით, მიხაილ რომანოვი თავის დაჯგუფებასთან ერთად,  კიევის ოლქის ბროვარის რაიონში, სოფელ ბოგდანოვკაში ერთ-ერთ ოჯახში შეიჭრა, მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ მოკლა ბავშვის მამა, ხოლო დედა გააუპატიურა. მოგვიანებით ქალმა ბავშვთან ერთად, სოფლიდან გაქცევა შეძლო.