ჩვენ ვუჩივლებთ ყველას, ვინც ჩვენი ხალხის მკვლელობას აფინანსებდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ეკონომიკურმა მრჩეველმა ოლეგ უსტენკომ Sky News-თან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობს ემბარგო დაუწესა, ევროპული ქვეყნები ჯერ ისევ არ აკეთებენ იმავეს.
„მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს ამ ომის გაჩერებას, მაგრამ ამავდროულად, გზავნიან ფულს ამ ომის დასაფინანსებლად. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვაპირებთ ვუჩივლოთ ყველას, ვინც ჩვენი ხალხის მკვლელობას აფინანსებდა“,- განაცხადა ოლეგ უსტენკომ.
მისივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სრულად გაანადგურეს საპორტო ქალაქი მარიუპოლი, ქალაქი ჩერნიგოვი და ხარკოვი კი 70%-ით განადგურებულია.
იპნ