ოსტინი – “ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ”

ოსტინი - "ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ"აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს და მის ხელმძღვანელს, იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა უკრაინის მიმართ გაწეული მხარდაჭერისა და ერთიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს ერთიანობა შენარჩუნებული იქნება.
განცხადება ოსტინმა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა:

“ჩვენი აქ ყოფნა არის გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ ვართ ერთიანი უკრაინის მხარდაჭერაში და ვგმობთ რუსეთის მიერ დაწყებულ გაუმართლებელ შეჭრას უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინას ჰყავს ლეგიტიმური მთავრობა და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უნარს დაიცვან საკუთარი თავი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ერთიანობა იქნება შენარჩუნებული” განაცხადა ოსტინმა თავის შესავალ სიტყვაში.
მთავარი