მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთი ჯაშუშობაში მხილებულ 40-ზე მეტ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს.
ქვეყნის საგარეო სამინისტრომ რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი უწყებაში დაიბარა. გავრცელებული ცნობით კი, პოლონეთი დიპლომატების გაძევების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას დღის ბოლომდე გაავრცელებს.