პოლონეთი მზად არის უკრაინას მიაწოდოს მიგ-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს ფარგლებში, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-მა მიგ-29 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის შესახებ პოლონეთის წინადადებაზე უარი განაცხადა.
„აშშ-ს არ სურს ეს თვითმფრინავები უკრაინაში ამერიკული ბაზებიდან ჩავიდეს. პოლონეთი მზადაა იმოქმედოს, მაგრამ მხოლოდ ნატო-ს სამხედრო ალიანსის ფარგლებში”, – განუცხადა ანჟეი დუდას მრჩეველმა იაკუბ კუმოჩმა მედიას.
შეგახსენებთ, პოლონეთმა გუშინ განაცხადა, რომ მზადაა, დაუყოვნებლივ და უფასოდ განათავსოს თავისი მიგ-29 ტიპის ყველა გამანადგურებელი თვითმფრინავი გერმანიაში მდებარე, აშშ-ის საჰაერო ძალების, რამშტეინის ბაზაზე და ვაშინგტონს განკარგულებაში გადასცეს, თუმცა, პენტაგონმა პოლონეთის ამ წინადადებაზე უარი განაცხადა.
იპნ