პოლონეთის პრეზიდენტის ბორტი ვარშავაში ავარიულად დაჯდა

პოლონეთის პრეზიდენტის ბორტი ვარშავაში ავარიულად დაჯდაპოლონეთის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენს ვერ შეხვდა – ინფორმაციას BBC ავრცელებს. ​თვითმფრინავი პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთად ვარშავაში დაბრუნდა, სადაც ავარიულად დაეშვა. დუდა უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქ ჟეშოვში მიფრინავდა, სადაც უნდა შეხვედროდა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

ბაიდენი უკვე ჩავიდა ჟეშოვში, სადაც აპირებს უკრაინელ ლტოლვილებს შეხვედრას და საზღვარზე არსებული ვითარების გაცნობას, თუმცა პოლონეთის პრეზიდენტი იქ ჯერ არ არის. ის ჟეშოვში სარეზერვო თვითმფრინავით გაემგზავრება, იტყობინება პოლონური მედია.

მთავარი