დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მინისტრთა კაბინეტს განუცხადა, რომ მას სურს უკრაინას მეტი სასიკვდილო იარაღი მიაწოდოს, რადგან ვლადიმერ პუტინმა შეიძლება სიტუაცია გააუარესოს – ამის შესახებ The Times იტყობინება.
თავდაცვის შტაბის უფროსმა ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა მინისტრებს მიაწოდა ინფორმაცია, სადაც მან თქვა, რომ კონფლიქტი გადაიზარდა „გაცილებით ტრადიციულ ომში”, რადგან უკრაინა გადავიდა რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობიდან ტერიტორიების დაკავებასა და დაბრუნებაზე.
ჯონსონის თქმით, დიდი ბრიტანეთი გადადის უკრაინის მხარდაჭერის “ახალ ფაზაში” და მთავრობა განიხილავს, რა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას შეუძლია:
„უკრაინის არმია არა მხოლოდ დიდ ქალაქებს იკავებს, არამედ რუსებს უკან დახევას აიძულებს. ამასთან ერთად ჩვენი მხარდაჭერაც უნდა შეიცვალოს”, – აღნიშნა მან.