პუტინის მრჩეველმა ანატოლი ჩუბაისმა რუსეთი დატოვა

პუტინის მრჩეველმა ანატოლი ჩუბაისმა რუსეთი დატოვაპუტინის მრჩეველმა, ანატოლი ჩუბაისმა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო თანამდებობა დატოვა, – აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

​გავლენიანი გამოცემა იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში რუსეთი დატოვა.

Bloomberg-ი აღნიშნულ ინფორმაციას ორ სანდო პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბიზნეს გამოცემის თანახმად, ჩუბაისმა აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დაწყების გამო მიიღო – -ის ცნობით, ჩუბაისი გახდა კრემლთან დაახლოებული უმაღლესი რანგის პირველი წარმომადგენელი, რომელიც უკრაინაში შეჭრის კრემლს გაემიჯნა.

66 წლის ჩუბაისი 1990-იანი წლებიდან რუსეთის ეკონომიკური რეფორმატორებიდან ერთ-ერთია, რომელიც ვლადიმირ პუტინის მთავრობაში დარჩა და, ამავდროულად, მჭიდრო კავშირები ჰქონდა დასავლელ ოფიციალურ პირებთან. Bloomberg-ის ცნობით, ჩუბაისი ცნობილია, როგორც გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში რუსეთში პრივატიზაციის „არქიტექტორი“. გამოცემის თანახმად, ჩუბაისი პუტინის ხელისუფლებაში მოსვლას თავიდანვე მხარს უჭერდა.