რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უფროსი შვილი, 36 წლის მარია ვორონცოვა ქმარს, ჰოლანდიელ ბიზნესმენ ჟორიტ ფაასენს შორდება. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშორების მიზეზი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გახდა.
როგორც გამოცემა წერს, ვორონცოვა და მისი მეუღლე სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდიდარი უცხოელებისთვის სამედიცინო ცენტრის გახსნას გეგმავდნენ, მაგრამ შეზღუდვების გამო მათი გეგმები განუხორციელებელი დარჩა.
„გეგმა იყო ევროპიდან პაციენტების და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მდიდარი შეიხების მოზიდვა. ახლა კი, უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რა ევროპელები და შეიხები მოვლენ?”,- აღნიშნა რუსმა ჟურნალისტმა, სერგეი კანევმა.
ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.
მარია ვორონცოვა ბავშვებში იშვიათი გენეტიკური დაავადებების ექსპერტია, ასევე არის რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ენდოკრინოლოგიის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის წამყვანი მკვლევარი.
პრაიმტაიმი