ქობულეთთან ავარიაში დაიღუპა აჭარის განათლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი – დაშავდა განათლების მინისტრი

ქობულეთთან ავარიაში დაიღუპა აჭარის განათლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი - დაშავდა განათლების მინისტრიდღეს, 15 მარტს, საღამოს, ავტოავარია მოხდა ქობულეთის შემოვლით გზაზე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდნენ აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია.

ავარიის შედეგად თეა ვადაჭკორია დაიღუპა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა აჭარის განათლების პრესსამსახურში.

ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის აჭარის განათლების მინისტრი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.

ბათუმელები