ქუთაისში პოლიციელმა თავი მოიკლა. ქალაქის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომელმა გივი დანგაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით სამსახურეობრივი იარაღით დაასრულა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სუიციდი პოლიციელმა ვალების და დაბალი ხელფასის გამო გადაწყვიტა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული დაბალი ხელფასის გამო, ხშირია შემთხვევები, როდესაც პროფესიონალი კადრები პოლიციას ტოვებენ და ოჯახების სარჩენად იძულებულები არიან, საზღვარგარეთ წავიდნენ.
ინფოიმერეთი

