„ჩეჩენი მებრძოლები მძევლად აიყვანეს მარიუპოლში. რუსები ჩეჩნებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ“ – ამბობს ტყვედ ჩავარდნილი კადიროვის დაჯგუფების წევრი.
მძევლად აყვანილი დეტალურად ჰყვება, როგორ წამოიყვანეს მარიუპოლში და როგორც ხოცავენ თავად რუსი სამხედროები ჩეჩნების კოლონას.
17 რიცხვში გროზნოში ჩამოვიდა თვითმფრინავი და გაგვაგზავნეს მარიუპოლში. იმ დღესვე დამაკავეს. უკრაინელები კარგად მექცევიან და არ მეხებიან.
ჩეჩნების კოლონა რომ ჩამოვიდა აქ, თქვენ გგონიათ, უკრაინელებმა მოკლეს ისინი? რუსებმა ჩაცხრილეს, რუსები ჩეჩნებს საზარბაზანე ხორცად იყენებენ. უკრაინელებზე მეტი ჩეჩენი რუსმა სამხედროებმა მოკლეს.
რატომ არ აგზავნის კადიროვი თავის ნათესავებს ად ოჯახის წევრებს აქ? რუსეთისგან მხოლოდ ცუდი მახსოვს, აქ საშინელი ომია.
აქ იმდენი ცხედარი ვნახე, მთელი ტყე ჩეჩენი მეომრების ცხედრებით იყო მოფენილი. ცხედრებს წვავენ, კადიროვს ყველაფერს პუტინი კარნახობს.
ჯიჰადს რომ აწყობთ უკრაინაში, არტომ არ მოაწყვეთ ჯიჰადი რუსეთ-უკრაინის ომის დროს? ჯიჰადი უნდა მოვუწყოთ რუსებს. არც კი ფიქრობთ, სად მიდიხართ. უკრაინაში საომრად არ წახვიდეთ! – ამბობს ჩეჩენი სამხედრო.