უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა – რუსეთი ემზადება კიევზე თავდასხმისთვის.
“ვოლინისა და პოლესეს მიმართულებით მტერს აქტიური ოპერაციები არ ჩაუტარებია – მან დაასრულა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, საინჟინრო მხარდაჭერის და ლოგისტიკური სისტემების აწყობა, რათა მოამზადოს თავდასხმა ქალაქ კიევზე”. – აცხადებს გენერალური შტაბი.
განცხადებისვე მიხედვით, 19-20 მარტის ღამეს რუსულ არმიას თითქმის არც ერთი მიმართულებით არ შეუტევია.
გამონაკლისია ქალაქი იზიუმი, რომელიც ხარკოვსა და სკავიანსკის შორის მდებარეობს, თუმცა, გენშტაბის ცნობით, უკრაინამ გარღვევის მცდელობა მოიგერია.