რუსები ლტოლვილთა ევაკუაციის მატარებელს თავს დაესხნენ

რუსები ლტოლვილთა ევაკუაციის მატარებელს თავს დაესხნენუკრაინის ეროვნული სარკინიგზო კომპანიის ცნობით, დონეცკის ოლქში სამგზავრო მატარებელი, რომელშიც ლტოლვილები იმყოფებოდნენ, რუსების თავდასხმის ქვეშ მოექცა.

თავდასხმის შედეგადაც ერთი კონდუქტორი დაიღუპა. ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომპანიის განცხადებით, მატარებელი ლიმანის სადგურზე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან ევაკუირებული მოსახლეობის, მათ შორის 100 ბავშვის გადაყვანას აპირებდა.