რუსებმა ახტირკაში თბოელექტროსადგური გაანადგურეს, დაღუპულია ხუთი თანამშრომელი, – ამის შესახებ სუმის სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა.
“რუსული ავიაცია აგრძელებს ინფრასტრუქტურულ და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაბომბვას! რუსებმა გაანადგურეს თბოელექტროსადგური. დაიღუპა 5 სამოქალაქო თანამშრომელი”, – განაცხადა ჟივიცკიმ.
მისი თქმით, ახტირკაში არ არის გათბობა, საცხოვრებელ სახლებს წყალი და ელექტროენერგია ნაწილობრივ არ მიეწოდებათ.
“თავად ახტირკა ნაწილობრივ აღარ არსებობს! რუსულმა ავიაციამ დღეს გაანადგურა ქალაქის პროდუქტების ბაზა, სამშენებლო მასალების საწყობი და ავტოსადგომი. დაიბომბა საცხოვრებელი სექტორი. დაღუპულთა რაოდენობა ზუსტდება”, – დასძინა მან.
იპნ