არსებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოაწყვეს – ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
მსგავს ცნობებს, უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანიაზე დაყრდნობით, უკრაინული მედიასაშუალება The Kyiv Independent -იც ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერებები აფეთქდა რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინული ატომური სადგურის მთავარ რეაქტორთან და რომ შემდგომი აფეთქებებიც იგეგმება.
ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტი ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
იპნ