რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება

რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით იმუქრებაორშაბათს, რუსეთმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ შესაძლოა დაკეტოს გერმანიისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენი, თუ დასავლეთი კიდევ უფრო წინ წავა და აკრძალავს რუსულ ნავთობს.

ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი გამოიწვევს “კატასტოფურ შედეგებს” გლობალურ მიწოდებაზე და გააორმაგებს ნავთობის ფასს ბარელზე 300 დოლარამდე.

ევროკავშირი გაზის დაახლოებით 40%-ს და ნავთობის 30%-ს რუსეთიდან იღებს და არ ჰყავს მარტივი შემცვლელი, თუ მიწოდება შეფერხებულია.

ნოვოკმა თქვა, რომ რუსეთს აქვს საპასუხო მოქმედების სრული უფლება და მიუთითა გასულ თვეში გერმანიის გადაწყვეტილებაზე ორ ქვეყანას შორის Nord Stream 2-ის მილსადენის სერტიფიცირების დაბლოკვის შესახებ.