რუსეთი ყირიმის ხიდის ბლოკირებას გეგმავს

რუსეთი ყირიმის ხიდის ბლოკირებას გეგმავსრუსეთის ფედერაცია ყირიმის ხიდზე როსგვარდიის ძალების მიერ ბლოკირების მომზადებას აპირებს. საოკუპაციო ხელისუფლება ასევე შეზღუდავს ბორნების მოძრაობას და ნახევარკუნძულის საჰაერო კავშირებს რუსეთთან – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველო იტყობინება.

აღნიშნულია, რომ მსგავსი ქმედებების ფორმალური მიზეზი უკრაინელი დივერსანტების წინააღმდეგ ბრძოლა და შესაძლო „ტერორისტული თავდასხმების“ პრევენციაა.

„ამგვარად, პუტინის მთავრობა ცდილობს უპასუხოს პანიკას რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომლებიც უკანონოდ გადავიდნენ უკრაინულ ყირიმში 2014 წლის თებერვლის შემდეგ. ოკუპანტები ცდილობენ შეაჩერონ ლტოლვილთა ნაკადი ნახევარკუნძულიდან. ბოლო კვირებში, მას შემდეგ, რაც რუსული არმია თებერვალში შეიჭრა უკრაინაში. ამავე დროს, რუსი ოფიცრების ოჯახის წევრები, სამართალდამცველები და სევასტოპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლები “გაქცეულთა” წინა ხაზზე არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმის დატოვების შესაძლებლობის შეზღუდვით, პუტინი რეალურად მძევლად იყვანს 600.000 რუს მოქალაქეს, რომლებიც ამჟამად არალეგალურად იმყოფებიან ნახევარკუნძულზე და იწყებენ მათი სამართლებრივი სტატუსის გაურკვევლობის გაგებას.

ნიუპოსტი