რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინაში მისი მიზნები მოლაპარაკებების გზით უკეთესად მიიღწევა და ოფიციალური მოსკოვი არ გეგმავს უკრაინის ხელისუფლების დამხობას, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მათი მიზანია უკრაინას ჰქონდეს ნეიტრალური სტატუსი, რისი მიღწევაც მოსკოვს მოლაპარაკებების გზით ურჩევნია და იმედოვნებს, რომ მომდევნო მოლაპარაკებების რაუნდში უფრო მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება.
იპნ