საქართველოს ბანკი არ მოემსახურება არც ერთ რუსეთის და ბელორუსიის მოქალაქეს, ვინც არ აღიარებს ოკუპაციას.
ინფორმაცია „პრაიმთაიმს“ „საქართველოს ბანკმა დაუდასტურა“, რომ რუსეთის მოქალაქეებს „საქართველოს ბანკში“ ანგარიშის გახსნამდე შემდეგ განცხადებებზე მოუწევთ ხელის მოწერა:
✔️ ვგმობ რუსულ აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში;
✔️ ვეთანხმები, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომელიც 2008 წელს საქართველოში და 2014-სა და 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა;
✔️ ვეთანხმები და მხარდაჭერას ვუცხადებ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვაღიარებ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა;
✔️ ვეთანხმები, რომ არ გავაზიარებ რუსულ სახელმწიფო პროპაგანდას და ხელს შევუშლი მის გავრცელებას;
✔️ვაცნობიერებ, რომ ნებისმიერი პუნქტის დარღვევა გამოიწვევს ჩემი ანგარიშის გაუქმებას
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების ნაწილმა განცხადებას ხელი არ მოაწერა და შესაბამისად, მათ ბანკმა თანამშრომლობაზე უარი უთხრა.