უცხოური წარმოების კომპონენტების არქონის გამო, რუსეთში ტანკების მწარმოებელი ერთადერთი ქარხნის “ურალზავოდის” მუშაობა გაჩერებულია – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და თავდაცვის უწყება ადასტურებს.
შტაბის ინფორმაციით, ამავე მიზეზით მუშაობა შეაჩერა “ჩელიაბინსკის ტრაქტორის მწარმოებელმა ქარხანამაც”.
“ეს კომპანიები სპეციალიზებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისთვის ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის წარმოებასა და შეკეთებაში. ამის ფონზე კი ,უკრაინაში მყოფი საოკუპაციო ჯარები უკიდურესად საჭიროებენ დაზიანებული იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეკეთებასა და აღდგენას”,- აცხადებენ უწყებაში.
მთავარი