რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორმა ლუდმილა ნარუსოვამ, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების განხილვისას თქვა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაში გამოუცდელი წვევამდელი მიჰყავს, რომლებსაც აიძულებენ ხელშეკრულების დადებას.
“გუშინ საომარი მოქმედებების ზონიდან გამოიყვანეს წვევამდელები, რომლებსაც მანამდე კონტრაქტის გაფორმება აიძულეს ან მათ მაგივრად მოაწერეს ხელი. ასკაციანი რაზმიდან ცოცხალი ოთხი გადარჩა”- განაცხადა სენატორმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციაში წვევამდელების მონაწილეობას უარყოფს.
„მიუხედავად იმისა, თუ რა მუხლია სისხლის სამართლის კოდექსში, რუსეთის კანონმდებლობა ისეა მოწყობილი, რომ ყველა მტკიცებულება მოწოდებულია გამოძიების მიერ, ამას გამოძიება დაამტკიცებს“, – უპასუხა ნარუსოვამ.
ცნობისთვის, ლუდმილა ნარუსოვა სანკტ-პეტერბურგის ყოფილი მერის, ანატოლი სობჩაკის ქვრივია. სობჩაკი პუტინის ყოფილი უფროსი იყო სანქტ-პეტერბურგის მერიაში და ითვლება ადამიანად, რომელმაც პუტინი რუსულ პოლიტიკაში მოიყვანა.
ფორტუნა