რუსმა ოლიგარქმა და ბიზნესმენმა გენადი ტიმჩენკომ გაზის მომპოვებელი კომპანია „ნოვატეკის“ საბჭო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, „ნოვატეკში“, რომელიც რუსეთში ბუნებრივი გაზის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, გენადი ტიმჩენკოს გადადგომის მიზეზებს არ ასახელებენ.
ცნობილია, რომ ტიმჩენკო ამერიკის შეერთებული შტატების სასანქციო სიაში 2014 წელს მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის გამო მოხვდა.
24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მას სანქციები ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომაც დაუწესეს.
ფორბსის თანახმად, გენადი ტიმჩენკო გასული წლის მონაცემებით, რუს ოლიგარქებს შორის მეექვსე ადგილს იკავებდა, 22 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით.
იპნ