რუსთავში მამაკაცი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულის მოპარვას აპირებდა

რუსთავში მამაკაცი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულის მოპარვას აპირებდარუსთავში მამაკაცი დააკავეს.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, კოსტავას გამზირზე, 40 წლამდე მამაკაცმა საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულის მოპარვა განიზრახა.

გარკვეული მიზეზების გამო მამაკაცმა აპარატიდან თანხის წაღება ვერ მოახერხა, თუმცა მოიპარა ქაღალდის კუპიურების ჩასარიცხი მოწყობილობა _ მას ეგონა, რომ მოწყობილობაში გარკვეულ თანხა იქნებოდა.

არსებული ინფორმაციით მამაკაცი მალევე დააკავეს. ნივთმტკიცებად კი ფეიბოქსის მოწყობილობა ამოიღეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ინფორუსთავი