რუსთავში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევა მე-17-მკრ-ში, #40 საბავშვო ბაგა-ბაღთან მოხდა.
ავტომობილი, ფეხით მოსიარულე ქალს, ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელს დაეჯახა.
დაშავებული, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ კლინიკაში იქნა გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ინფორუსთავი