რუსული დამოუკიდებელი არხის „დოჟდის“ ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

რუსული დამოუკიდებელი არხის „დოჟდის“ ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვესსაქართველოში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოს საზღვრიდან, სავარაუდოდ, 5 მარტს გააბრუნეს და ის მარტო არ იმყოფებოდა.

თავად ჟურნალისტი კომენტარისგან თავს იკავებს რუსეთში ჟურნალისტების მიმართ მომეტებული საფრთხის გამო.

„დოჟდის“ ჟურნალისტების ნაწილი ცდილობს დატოვოს რუსეთი მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეაჩერა 3 მარტს.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები დააწესა, რამაც დამოუკიდებელ მედიას გაურთულა ომის გაშუქება. ინფორმაციის – რომელსაც კრემლი „ფეიკად“ მიიჩნევს – გავრცელებისთვის, ადამიანი შეიძლება დაისაჯოს მსხვილი ჯარიმით ან პატიმრობით.

ასევე ნახეთროგორ აქრობენ რუსეთში დამოუკიდებელ მედიას
რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება კომენტარს, რომელიც მიღებისთანავე აისახება მასალაში.