ზუგდიდში თავდაცვის სამინისტროს აიტი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი 37 წლის ჯემალ გულუა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
ავარია 19 მარტს ზუგდიდში მოხდა.
იგი მანქანას თავის ჭიშკართან აჩერებდა, როდესაც ქუჩაზე გადაჭარბებული სიჩქარით მომავალი კიდევ ერთი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებულ ავტომანქანას მაშინ დაეჯახა, როცა იქიდან მძღოლი გადმოდიოდა.
ავარიის შედეგად ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
გამოძიებას აწარმოებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახური.
პრაიმ ტაიმი