საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ივ ლე დრიანი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა France 5-ის ეთერში განაცხადა.
„მივიჩნევ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. უკვე 10 დღეზე მეტია, რაც ყველაზე დიდ გაოცებას იწვევს უკრაინის ისეთი მასშტაბის წინააღმდეგობა, რომელიც ექსპერტებს არც შეეძლოთ რომ წარმოედგინათ“, – განაცხადა მინისტრმა.
საფრანგეთის პირველი დიპლომატის განცხადებით, ომის ფასი აუტანელი გახდება რუსეთისთვის.
„პრეზიდენტი პუტინი რაღაც მომენტში დადგება არჩევანის წინაშე: ან მიიღოს რუსეთის ფუნქციონირებისთვის არსებითი შედეგები, ან დაიწყოს მოლაპარაკებები,“- განაცხადა ლე დრიანმა.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები გრძელვადიან პერსპექტივაში შეაკავებს პუტინის შემდგომ აგრესიას.
იპნ