ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგის თქმით, საქართველო, მოლდოვა და ბოსნია თავდასხმების რისკის ქვეშ არიან.
„არსებობს ფართო შეთანხმება, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ, საქართველოს, ბოსნიასა და მოლდოვას. მეტი აქტივობებით უნდა დავუჭიროთ მხარი, რადგან ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ რისკის ქვეშ, დაექვემდებარონ შემდგომ ინტერვენციებს, დივერსიას და პოტენციურად რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმებიც კი“. – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.