საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭიკაანთან 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 15:27 საათზე დაფიქსირდა.