შავშვებთან ავარიას ექიმი ვალერი ნინიკაშვილი, მისი მეუღლე, შვილი და დედა ემსხვერპლნენ

შავშვებთან ავარიას ექიმი ვალერი ნინიკაშვილი, მისი მეუღლე, შვილი და დედა ემსხვერპლნენგორი-იგო­ე­თის მო­ნაკ­ვეთ­ზე, სო­ფელ შავ­შვებ­თან მომ­ხდარ ავა­რი­ას ერთი ოჯა­ხის 4 წევ­რი ემსხვერ­პლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­ბან­ზე მოძ­რა­ვი მან­ქა­ნა გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვარ­და და ამობ­რუნ­და.

AMMEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლია კლი­ნი­კა „იმერ­მე­დის” ექი­მი ვა­ლე­რი ნი­ნი­კაშ­ვი­ლი, მისი მე­უღ­ლე თეა კა­პა­ნა­ძე, შვი­ლი ნი­კო­ლოზ ნი­ნი­კაშ­ვი­ლი და დედა. ნი­ნი­კაშ­ვი­ლის მე­ო­რე შვი­ლი, რო­მე­ლიც ამა­ვე ავ­ტო­მო­ბილ­ში იყო­ფე­ბო­და, მძი­მედ და­შავ­და.

“სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და.. რო­გორ მე­ნა­ნე­ბი ვა­ლე­რი….რო­გორ მე­ნა­ნე­ბა შენი ოჯა­ხი……ეჰ”

„დიდი გან­საც­დე­ლი გვაქვს იმე­რეთს. გული და სული გვტკი­ვა ყვე­ლას… ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი ვა­ლე­რი ექი­მის მარ­თალ და კე­თილ სულს და მის ლა­მაზ ოჯახს”

„ჩემო ვა­ლე­რი, ჩემო თეა, რო­გორ მე­ნა­ნე­ბით… რა ლა­მა­ზი ოჯა­ხი იყა­ვით და რო­გორ მე­ა­მა­ყე­ბო­დით” – წე­რენ ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი.
ის თავ­და­პირ­ვე­ლად „გორ­მედ­ში” გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც სას­წრა­ფო ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ჩა­უ­ტარ­და მო­ზარ­დი კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დამ თბი­ლის­ში გად­აიყვანა.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის და წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.