რუსი მომღერლები, ცოლ-ქმარი ლეონიდ აგუტინი და ანჟელიკა ვარუმი იმ ვარსკვლავებს შორის არიან, რომლებსაც არ შეეშინდათ პუტინის სისხლიანი რეჟიმის და სოციალური ქსელის საშუალებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს.
„6-დღიანი სრული დაღლილობა… შიშისა და დაბნეულობის 6 დღე… საშინელებისა და ტრაგედიის 6 დღე… ღმერთმა იცის, რომ მე ყოველთვის ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვიყავი. წარსულშიც ვიყავი, აწმყოში ვარ და მომავალშიც ვიქნები. მე თვითონ მეჭირა ხელში ავტომატი და ვიცავდი ჩემი სამშობლოს საზღვრებს, მათ შორის უკრაინელებს. მე არ ვაპირებ პოლიტიკური ლოზუნგების წარმოთქმას. არ ვაპირებ სიტუაციის ანალიზს. ეს ყველაფერი წარსულშია. მე არაფერს ვითხოვ, ვის სჭირდება ჩემი მოთხოვნები. გთხოვ, შეაჩერე ომი! ყოველი ახალი დღე ნიშნავს ჩვენი ბიჭების, უკრაინის მოქალაქეების სიკვდილს, ორივე მხრიდან მილიონობით ადამიანის გაფუჭებულ ბედს, მათ ტკივილს, წყენას, შიშს და დამცირებას. დიდი თამაშის ყველა მონაწილის პოლიტიკური ამბიციებისთვის სხვა გზა უნდა გამოინახოს. ამან ამოწურა თავი! უკვე დიდი ხანია….” – დაწერა ლეონიდ აგუტინმა რამდენიმე დღის წინ.