შონ პენი  უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ლვოვში ჩავიდა

შონ პენი  უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად ლვოვში ჩავიდაშონ პენი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე მოვლენების ეპიცენტრშია, ის დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ცხელ ზონაში იყო ჩასული, შემდეგ კრაკოვში გაემგზავრა და საქველმოქმედო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

61 წლის შონ პენი ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს გადამღებ ჯგუფთან ერთად შეუერთდა

„ისინი გამბედაობისა და პრინციპულობის ისტორიულ სიმბოლოდ იქცნენ“ – შონ პენი უკრაინაში გატარებულ მძიმე დღეებს იხსენებს

ახლა კი ირკვევა, რომ ვარსკვლავი კვლავ უკრაინაში, ცხელ ზონაში ჩავიდა, რათა ლტოლვილებისთვის განკუთვნილ საქველმოქმედო ორგანიზაციას პირადად დაეხმაროს.

მსახიობმა ლვოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, მაქსიმ კოზიცკისთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა.

„დღეს მე ლვოვში, CORE-ის ის გუნდთან ერთად  ვიყავი, იმისათვის, რომ ორგანიზაცია უფრო მეტად განვავითაროთ. ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გუბერნატორ, მაქსიმ კოზიცკისთან“, – წერს პენი.