სლოვაკეთი 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ინფორმაციას Reuters-ი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეს ნაბიჯი არის გარდაუვალი რეაგირება იმაზე, რომ რუსეთის საელჩოს პერსონალი განაგრძობს საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას, სლოვაკეთის ინტერესებს და რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორობას“, – ნათქვამია სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, იურაი ტომაგას განცხადებაში.
სლოვაკური მედიის ცნობით, 35 დიპლომატის გაძევებით რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით ნახევრდება.
პრაიმ ტაიმი