სუმიში რუსეთის საჰაერო თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი იყო.
სუმის რეგიონის გუბერნატორი დმიტრო ჟივიცკი აცხადებს, რომ რუსეთმა 8 მარტს ღამით საცხოვრებელი უბანი დაბომბა. ის მომხდარს “მასობრივ მკვლელობას” უწოდებს.
მისი თქმით, ერთ სახლში ცხრა ადამიანი დაიღუპა. ექვსი სახლი მთლიანად განადგურდა, 20-მდე კი ნაწილობრივ დაინგრა.
ბოლო მონაცემებით, სუმის დატოვება 5.000-მდე ადამიანმა შეძლო.
იპნ