მოდელი თაკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ მიუხედავად მისი მხარდაჭერისა, “ნაციონალური მოძრაობა” სადაც დგას, იქ საკუთარ თავს ვერ ხედავს. თაკო ჩხეიძის ქმარი რუსლან აბაშიძე ცნობილი დიპლომატია, რომელიც ამჟამად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა…
თაკო ჩხეიძე წერს:
“ჩემო საყვარელო ხალხო, ნაცნობებო, მეგობრებო თუ უცნობებო, დამეთანხმებით, რომ საოცრად ემოციური ფონია და დაძაბულობა პიკს აღწევს…
დარწმუნებული ვარ, ყველა ერთნაირად განვიცდით რაც ხდება ჩვენს მეზობელ, მეგობარ ქვეყანაში… მე პირადად 6 ღამეა არ მძინებია, შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ყველას ერთად გვბომბავენ…
აქ ისეთებს ვკითხულობ, რომ მართლა გული მტკივა, უკვე მერამდენედ უნდა ვჯიჯგნოთ ერთმანეთი… სანამ ჩვენ ერთმანეთს ვებრძვით და ვლანძღავთ, იქ, იმ მიწაზე უდანაშაულო ხალხს ხოცავენ, მტერი არ ჩერდება და პირიქით უფრო მძვინვარებს…
ვიზიარებ და რა თქმა უნდა ვუერთდები ყველანაირ პროტესტს, მაგრამ სადაც “ნაციონალური მოძრაობა” დგას, იქ ჩემს ადგილს ვერ ვხედავ!
მშვიდობა უკრაინას, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, Slava Ukraini!”
თაკო ჩხეიძის სტატუსს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა კი დაუწერა, რომ გამოსულიყო მისი მეუღლე და თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა…
მას თაკო ჩხეიძემ ასე უპასუხა:
“რუსლანმა და მისმა მშობლებმა დიდი ხანია თქვეს მისი სათქმელი!”
რუსლან აბაშიძის “ფეისბუქგვერდზე” უკრაინის მხარდამჭერი პოსტი არ იძებნება.
ამბები