თბილისში ნიკოლაძეზე ტაქსიში ორმა პირმა ერთმანეთი დაჭრა

თბილისში ნიკოლაძეზე ტაქსიში ორმა პირმა ერთმანეთი დაჭრათბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე, 8 მარტს გვიან ღამით მომხდარი დაპირისპირებისას 2 ადამიანი დაჭრეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ მათგანს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული, მეორეს კი ცივი იარაღით.

ადგილობრივების მტკიცებით, შემთხვევა ტაქსიში მსხდომ ადამიანებს შორის მოხდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება 19 – 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნასა ან გასაღებას გულისხმობს.