თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე კორპუსის ფასადის ნაწილი დაზიანდა.
დაახლოებით 10 მეტრი სიგრძის რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევა, სახურავიდან ჩამოსულმა თოვლის მასამ გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ თელავის მერიის წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები.
პრაიმ ტაიმი