„თუ საქართველო უარს იტყვის „ლუგარში“ რუსების შეშვებაზე, რუსეთს უფლება აქვს, მათზე სარაკეტო შეტევა განახორციელოს“ – რუსი ექსპერტი

„თუ საქართველო უარს იტყვის „ლუგარში“ რუსების შეშვებაზე,  რუსეთს უფლება აქვს, მათზე სარაკეტო შეტევა განახორციელოს“ - რუსი ექსპერტი„თუ საქართველო უარს იტყვის რუსი ინსპექტორების მის ტერიტორიაზე მდებარე ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებში შეშვებაზე, მაშინ რუსეთს აქვს სრული უფლება მათზე სარაკეტო შეტევა განახორციელოს“ – ამის შესახებ 14 მარტს​ REGNUM-ის კორესპონდენტს MGIMO-ის სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის წამყვანმა ექსპერტმა მიხეილ ალექსანდროვმა განუცხადა.

„პირდაპირი გაფრთხილება საქართველოს: ჩვენ ვითხოვთ ჩვენი ინსპექტორების ამ ობიექტებში შეყვანას და თუ უარს იტყვიან, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ უბრალოდ გავანადგურებთ ამ ლაბორატორიებს, დავარტყამთ მათ. იმ პირობებში, როცა უკრაინაში ოპერაციას ვატარებთ. ორიოდე საკრუიზო რაკეტა საქართველო წინააღმდეგ – ისეთი წვრილმანი იქნება, რომ მსოფლიოში, ფაქტობრივად, ვერავინ შეამჩნია. დასავლეთი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის იყვირებს, აბა, და რატომ იყვირებს? რატომ შექმნა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ბიოლაბორატორიები? არ არის საჭირო მათი შექმნა!“ – აცხადებს ექსპერტი.

REGNUM-ი წერს რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს ე.წ. „ლუგარის ცენტრი“, რომელიც ბიოლოგიური იარაღის განვითარების ამერიკული ლაბორატორიაა.

რუსული სააგენტო წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს 25 ქვეყანაში გახსნა ბიოლოგიური ლაბორატორიები, სადაც ამერიკელი სამხედრო მეცნიერები ქმნიან ვირუსებს, ბაქტერიებსა და ტოქსინებს. ამ ლაბორატორიებიდან ბევრი მათგანი განთავსებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში – უკრაინაში, საქართველოში, სომხეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთში.