უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მოულოდნელად დაკარგა კავშირი ჩერნობილის დაცვის მონიტორინგის სისტემებთან.
„ამ დროისთვის არავის ესმის, რა ხდება ჩერნობილში და რა ემუქრება რეგიონს. უკიდურესად საშიში სიტუაცია”, – წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ: 24 თებერვალს, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი დაამყარეს, ხოლო პერსონალი მძევლად აიყვანეს.