უკრაინაში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები სხვა ჰოსპიტალში გადაჰყავთ

უკრაინაში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცები სხვა ჰოსპიტალში გადაჰყავთვალნავახის მისადგომებთან დაჭრილი ქართველი სამხედროები საავადმყოფოში რჩებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა  სტაბილურია, თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით,  უსაფრთხოების გამო ქართველი მებრძოლების ეტაპირება სხვა ქალაქსა და ჰოსპიტალში მოხდება.  ადგილი, სადაც მეოთხე დღეა საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან, ოკუპანტების სამიზნეა. იქ  სირენების ხმა ისმის და განგაშია გამოცხადებული.ქართველი ჯარისკაცების ევაკუირება წუთი-წუთზე უნდა მოხდეს.

„ჩალაგებული გვაქვს უკვე ბარგი. მოვიდა ბრძანება, რომ წუთი-წუთზე უნდა გავიდეთ, გადაადგილება საშინლად რთულია, მაგრამ უნდა დავტოვოთ ეს ქალაქი. უკვე ვემზადებით, გვაქვს ჩვენი ბრონის ჟლეტი, კასკა… მოწინააღმდეგის მიზანია პირველ რიგში დაბომბოს საავადმყოფოებია, სამხედრო ჰსოპიტლები, სამხედრო ბაზები და ევაკუაცია ხდება პირველ რიგში, სამხედროების. მთელი ღამე ჩართულია სირენები, საგანგაშო სიტუაციაა გამოცხადებული ამ ქალაქშ. ქალაქიც იცლება, გაჰყავთ მსოახლოება, ქალები, ბავშვები და ეს ქალაქი საომრად ემზადება. ტრავმა გვაქვს, კანტუზია გვაქვს“, – ამბობს ერთ-ერთი სამხედრო.
უკრაინაში ჰოსპიტალში სულ 5 ქართელი ჯარისკაცი იმყოფება, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ტვ.პირველი