უკრაინაში გარდაცვლილ 2 ქართველს საქართველოში პოლონეთიდან გადმოასვენებენ

უკრაინაში გარდაცვლილ 2 ქართველს საქართველოში პოლონეთიდან გადმოასვენებენსაქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, მუდმივი წარმომადგენელი სუამ-ში გიორგი ზაქარაშვილი საქართველოს მოქალაქეები უკრაინიდან ევაკუაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ დაახლოებით 2 000 საქართველოს მოქალაქე უკვე გაყვანილია სხვადასხვა მიმართულებით. მან ასევე გარდაცვლილ ქართველ ჯარისკაცებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღემდე გარდაცვლილ 2 სამხედროს ჯერ ლვივში, შემდეგ კი – პოლონეთიდან საქართველოში გადმოასვენებენ.

„ტექნიკური მხარე ფაქტობრივად ყველაფერი დალაგებული და გარკვეულია. მოხდება ვარშავაში ცხედრების გადასვენება, სადაც უკვე პოლონეთში ჩვენი საელჩო ჩაერთვება და მოხდება საქართველოში გადაყვანა სავარაუდოდ თვითმფრინავით,”- აცხადებს გიორგი ზაქარაშვილი.