უკრაინის სახალხო დეპუტატი რუსტემ უმეროვი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრი იყო, კიევში მოწამლეს.
პოლიტიკოსი ცოცხალია და თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, ამის შესახებ გამოცემა “სააგენტოს” რუსი გამომძიებელი ჟურნალისტები წყაროებზე დაყრდნობით წერენ.
მედიის ცნობით, მარტში უმეროვმა უკრაინის დელეგაციის შემადგენლობა დატოვა.
გამოცემის წყაროების ცნობით, დეპუტატი კიევში მოწამლეს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უმეროვთან ერთად უბრალო ხალხიც დაზარალდა, მაგრამ ეს არ იყო “ნოვიჩოკით” მოწამვლა.
გავრცელებული ცნობით, უკრაინა მომხდარზე დახურულ გამოძიებას აწარმოებს.
რუსთავი 2